Saturday, 10 November 2018

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება
ქართველი პოეტები ერის სამსახურში
პროექტის მთავარი თემა
„მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“- მირზა გელოვანი
პროექტის აქტუალობა
მე -6 კლასში გავიარეთ საპროგრამო ლექსი „ცხრაკარა“  და მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ ,სიღრმისეულად გასცნობოდნენ ახალგაზრდა ქართველ პოეტს -მირზა გელოვანს, რომელიც 27 წლისა გარდაიცვალა 1943 წელს, ჩვენ კი დაგვიტოვა „ საუკუნო საგზალი“.
პროექტში  აქტიურად მონაწილეობით მოსწავლეები აცნობიერებენ რაოდენ მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი და მისი შემოქმედება.
მონაწილეთა ასაკი
 11 -12 წელი
მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას
 მოსწავლეები გაეცნობიან  მირზას ცხოვრებასა და მოღვაწეობას   , გაიგებენ, რა დაედო საფუძვლად მის ლექსებს და მისი სახით დაინახავენ ნამდვილ პატრიოტს
პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები
 თ მაღლაფერიძის „ცხრაკარა“, მირზა გელოვანის ლექსების კრებული, ისტიკალამი , ფურცელი
ვადები/ხანგრძლივობა
3 კვირა
პროექტის მსვლელობა/ძირითადი  აქტივობები
 მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად .
ერთ ჯგუფს მივეცი დავალება,  მოეძიებინა  ინფორმაცია  მირზას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ომამდელი პერიოდისა     და   
მეორე ჯგუფს  კი ომის   პერიოდის შესახებ ,  ისინი აფასებენ უკუკავშირით ერთმანეთს. მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან მეორე მსოფლიო ომის პერიოდს,     იმას, თუ რატომ  ჩაერთო  საქართველო  ამ ომში.მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია . მათ თავიანთი საყვარელი ლექსები წაიკითხეს და თანატოლებს უამბეს ბევრი საინტერესო ეპიზოდი მირზას ცხოვრებიდან,მრავალი არცთუ ძალიან ნაცნობი ლექსის დაწერის ისტორიაც გაიხსენეს.
იკავშირი სხვა  საგნებთან  და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ამაში კი დაეხმარება  სხვა სასწავლო დისციპლინა -ისტორია ქართ.VI მოსწავლეებს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული  ტექსტების წაკითხვა  და გაგება -გაანალიზება . შედეგი თვალსაჩინოა  თუ მოსწავლე  ახალ ინფორმაციას აკავშირებს  არსებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან  
პროექტის ხელმძღვანელი
ქართული  ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ხელმღვანელის ელ- ფოსტა

No comments:

Post a Comment