გაკვეთილის გეგმები



  გაკვეთილის თემა
ადამიანის  ამქვეყნიური ვალი
 ნ. ბარათაშვილის  ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ მიხედვით
სასწავლო საფეხური და კლასი
საბაზო საფეხური, VIII  კლასი
ჩატარების დრო
28.11.2018
მასწავლებლის სახელი და გვარი
მარეხ ფორჩხიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
23
გამსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწ.
არ არის
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
·         სათანადო არგუმენტებზე დაყრდნობით განსაზღვრონ ლექსის ,,ფიქრი მტკვრის პირას“ თემა, იდეა, მოიძიონ მხატვრული ხერხები.
·         მოიძიონ და გამოიცნონ ლექსში გამოხატული პრობლემები და მოსაზრებები  გაამყარონ ციტატებით.
·         მასწავლებლის დახმარებით სხვა ლიტერატურულ ძეგლებშიც ამოიცნონ მსგავსი პრობლემატიკა, გაავლონ პარალელი შესწავლილ ლექსთან და დააკავშირონ თანამედროვეობასთან.
·         ჯგუფური მუშაობის შედეგად თანამშრომლობითი უნარების განვითარებას
სტანდარტი
ქართ. VIII .1  მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. VIII .5  მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გაანალიზოს, შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ  გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე’

ქართ. VIII .10  მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტის მოხმობით.

ქართ. VIII .7  მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
გაკვეთილის  ხანგრძლივობა
45 წთ.
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დაფა, ცარცი,  რვეული, ბარათები,  ჩხირები, თვითშეფასების კითხვარი
კლასის ორგანიზების ფორმა
საერთო საკლასო სამუშაო
ჯგუფური სამუშაო
წინარე ცოდნა
იცნობენ XIX  საუკუნის I  ნახევარში საქართველოში ჩამოყალიბებულ  ლიტერატურულ მიმართულებას -რომანტიზმს,  ნ. ბარათაშვილის ბიოგრაფიას, ,,ცისა ფერს“ მაიკო ორბელიანისადმი მიძღვნილ  პირად წერილს, ლექსს ,,ფიქრნი მტკვრის პირას“

გაკვეთილის მსვლელობა

აქტ. #1
    გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა.
    მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას: ნ. ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვრის პირას“.
   მიზანს: ადამიანის ამქვეყნიურ დანიშნულებას ამავე ლექსის მიხედვით.
   ვისაუბრებთ შეფასების რუბრიკებზე.                              
   აქტივობის მიზანი: თავიდანვე განეწყონ საინტერესო გაკვეთილისთვის.
2 წთ

აქტ. #2                                                                                      

    მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ პროგრამულ მასალას, კითხვა-პასუხის რეჟიმში გავიხსენებთ:
1.      რა ვიცით XIX  საუკუნის I  ნახევრის საქართველოსა და რომანტიზმის შესახებ;
2.      ლექსს ,,ცისა ფერს“;
3.      მაიკო ორბელიანისადმი მიძღვნილ პირად წერილს;
4.      ლექსს ,,ფიქრნი მტკვრის პირას“.
5 წთ

აქტ. #3
    ლექსის თემის განსაზღვრა, მხატვრული ხერხების მოძიება მონაკვეთების მიხედვით.
    ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები დააკვირდებიან ლექსის დეტალებს, დაყოფენ მონაკვეთებად და განსაზღვრავენ ამ მონაკვეთის თემას. ჯგუფებს ვთხოვ მთლიან ტექსტზე დაკვირვებით წარმოადგინონ და მიწოდებულ ბარათებზე დაიტანონ ლექსში გამოყენებული მხატვრული ხერხები.                   

   აქტივობის მიზანი:   ანალიზის, მსჯელობის, თანამშრომლობითი უნარების განვითარება, მხატვრული ხერხების ამოცნობა და კატეგორიზაცია.            
                                                                                                   12 წთ

აქტ. #4
    აქტიური მინილექცია
    მასწავლებელი ისაუბრებს როგორ მოიაზრება წმინდა მამათა წერილებში  სააქაო და საიქიო ცხოვრება, უკავშირებს ამ ინფორმაციას ლექსში გამოხატულ მთავარ სათქმელს. სვამს კითხვას: რა ყოფილა ლექსის მთავარი სათქმელი.
     მიზანი: სკაფოლდინგის მეთოდის გამოყენებით, მასწავლებლის მითითებით, მარტივად განსაზღვრონ ლექსის მთავარი სათქმელი და დააკავშირონ თანამედროვეობასთან.
                     5 წთ

აქტ. #5
    პარალელის გავლება სხვა ლიტერატურულ ძეგლებთან.
პირველ ჯგუფს მიეწოდება ბარათებზე დატანილი ვახტანგ VI -ის ,,შეგონების“ 1 სტროფი, მეორე ჯგუფს დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი“ ნაწყვეტი და უნდა მოიძიონ მთავარი სათქმელი. მესამე ჯგუფი კი ნასწავლი მასალიდან გაიხსენებს ნაცნობ პრობლემატიკას და დაუკავშირებს ლექსის ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ მთავარ სათქმელს.
   მიზანი: ლექსის მთავარი სათქმელის დაკავშირება სხვა თხზულებათა პრობლემატიკასთან რასაც მასწავლებელი დაუკავშირებს გრძელვადიან მიზანს
15 წთ

აქტ. #6
 საშინაო დავალება
 მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, განსაზღვრონ ადამიანის ამქვეყნიური ვალი ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ მიხედვით.
   მიზანი: ჩამოუყალიბდეთ კვლევის, მსჯელობის, ანალიზის უნარი.
2 წთ
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, რით იყო გაკვეთილი საინტერესო, როგორ მოახერხეს მოსწავლეებმა გასვლა შედეგზე. გაიხსენებს მიზნებს, დაუკავშირებს შედეგებს, შეაფასებს მოსწავლეებს ჩართულობისა და ჯგუფური მუშაობის მიხედვით  (შეფასების რუბრიკები თან ერთვის გაკვეთილის გეგმას), მოსწავლეებს დაურიგებს თვითშეფასების კითხვარს, რომელსაც შემდეგ გაკვეთილზე გაეცნობა.
                                                  4 წთ

მასწავლებლის სახელი და გვარი : 18001023097 მარეხ ფორჩხიძე

საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის თემა : რ. ჭეიშვილის „ლურჯი ფრინველი“ ანალიზი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს თემისა და იდეის განსაზღვრა  ,სიმბოლოების ამოცნობა ტექსტში
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
გამოწვევის ფაზა
გონებრივი იერიში
ჯგუფური საერთო საკლასო
სახელმძღვანელო ფურცლები

6 წთ
აქტივობა1გაკვეთილის ტემის და მიზნის განსაზღვრა



2 წთ
აქტივობა 2. გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით ტექსტის დეტალების გამოკითხვა



3წთ
აქტივობა 3.განვსაზღვრავთ რა არის სიმბოლო
ინტერაქცია


1წთ
შინაარსის რეალიზება



22წთ

აქტივობა 4 
აქტივობა 5
მოსწავლეები უყურებენ მიუზიკლს“ლურჯი ფრინველი“და მითითებულ სქემებზე შეავსებენ მოვლენათა თანმიმდევრობას ,თან ადარებენ ერთმანეთს ქართველი მწერლის ნაწარმოებს  და მეტერლინკის პიესის მიხედვით შექმნილ მიუზიკლს

მინილექცია


.“მოვლენათა ჯაჭვი“


ჯგუფური





წყვილებში მუშაობა
ბარათებზე დატანილი სქემები






პროექტორი
7 წთ








15 წთ
რეფლექსია



17 წთ
აქტივობა6.




სახე-სიმბოლოების ამოცნობა და დაკავშირება თანამედროვეობასთან
გონებრივი იერიში
ჯგუფური

8 წთ
აქტივობა 7. საშინაო დავალება მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას „სახე სიმბოლოები „ლურჯი ფრინველის „ მიხედვით




2წთ
 მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.ამისათვის იყენებს გასავლელ ბილეთებს.ჯგუფური  მუშაობის ,პრეზენტაციის გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკები გეგმას  თან ერთვის



7წთ


გაკვეთილის ბოლოს  მისაღწევი შედეგები
 ქართ VIII.
მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნები
 საკუთარი მოსაზრების  გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან.
შეფასება
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები)
ტექსტი
რეფლექსია  
სხვა რესურსები
მარეხ ფორჩხიძე
20ოქტომბერი 2018

მასწავლებელი:  მარეხ  ფორჩხიძე
საგანი: ქართული ლიტერატურა
კლასი VII
თემა: ძალადობა ოჯახში
რევაზ ინანიშვილის ,,ჩიტების გამომზამთრებელის“ მიხედვით.               დრო   60  წთ

ჩატარების თარიღი
13 აპრილი
მოსწავლეთა პროფილი:
20 მოსწავლე
გაკვეთილის ტიპი:
 გამჭოლი კომპენტენცია: მედია წიგნიერება:
მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და შეფასება
  გაკვეთილის მიზანი:












·         მოსწავლემ შეძლოს მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება,გამოყენება, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციისგაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
·         მოსწავლეებმა შეძლონ მედია რესურსი გამოიყენონ ცოდნის გააღმავებლად. კრიტიკული აზროვნების დასახვეწად .
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ ჯგუფებისთვის მიწოდებულ სქემაზე ,,,მოვლენათა ჯაჭვი“ გამოხატონ მხატვრულ ტექსტის ,,ჩიტების გამომზამთრებელი“ და მხატვრული ფილმის ,,საოცრება“  და „ზუზუს“  მიხედვით    განვითარებულ მოვლენათა მიზეზ - შედეგობრივი კავშირი
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახური ძალადობის შესახებ მხატვრული ფილმისა და მხატვრული ტექსტის ანალიზი, მათ შორის არსებული მსგავსება - განსხვავების მოძიება, სათანადო დასკვნის გამოტანა
·         მოსწავლეებმა უნდა შეძლონ დასახელებული პრობლემების იდენტიფიცირება მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალის  ,,აღზრდის ოთხი სტილის“ მიხედვით, განსაზღვრონ ოჯახის როლი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში და მოიძიონ გადაჭრის გზები, რაც მათ მიეხმარებათ არგუმენტირებული მსჯელობის და ანალიზის უნარების განვითარებაში

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი

ქართ VII 1.
მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          ამოიცნობს მთავარ აზრს და მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენსაუდიტორიის წინაშე:
          თანმიმდევრულად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს
          მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (სქემას)



წინარე ცოდნა:
საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

წაკითხული აქვთ ინანიშვილის მოთხრობა "ჩიტების გამომზამთრებელი" . ნახეს ფილმები "ზუზუ" და "საოცრება"
მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობისა და არგუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, შეუძლიათ გამოყონ მთავარი სათქმელი
აქვთ პრობლემების გადაჭრის გარკვეული უნარ - ჩვევები ინდივიდუალური, წყვილებში მიშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, წერითი უნარ-ჩვევები


შეფასება და თვითშეფასება

გამოვიყენებ განმავითარებელ და განსაზღვრულ შეფასებას განმავითარებელი
შეფასება: საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ
გასასვლელ ბილეთებს
განმსაზღვრელ შეფასება: გაკვეთილებზე ჩართულობა , ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა და რესურსები:

მე-7 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, სამუშაო ფურცლები, კალმები, გამოსაძახებელი ჩხირები.
გაკვეთილის მსვლელობა:

აქტ.1 ორგანიზაციული საკითხები:
გაკვეთილის თემის, მიზნების, შეფასების, შეფასების რუბრიკების გაცნობა -3წთ
მიზანი: მოსწავლეებისთვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და აგვარებს ორგანიზებულ საკითხებს მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფარების ფორმებს და რუბრიკებს,  რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში, აცნობს კლასის ორგანიზების ფორმებს.
აქტ. 2 გონებრივი იერიში: - შეკითხვები მთლიან კლასს -5–7 წთ.
მიზანი: წინარე ცოდნის დადგენა და გააქტიურება, მოსწავლეები აიმაღლებენ მოტივაციას და შეეცდებიან დაუკავშირონ წინარე ცოდნა ახალ მასალას.
აღწერა: მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს წინარე ცოდნას და შეამოწმებ მათ მზაობას გაკვეთილისთვის
1.რა ვიცით   ძალადობის შესახებ?
2.რომელ ფილმს ან ნაწარმოებს გაიხსენებთ,სადაც საუბარი იყო ძალადობაზე
3. ,,ჩიტების გამომზამთრებელი“ ა რომელი სახის ალადობაზეა საუბარი?
აქტივობა  N3 „მოვლენათა ჯაჭვი“  – 15წთ
მიზანი: მოიძიებულ ინფორმაციაზე (ძალადობის შესახებ) დაყრდნობით იპოვონ მიზეზ - შედეგობრივი კავშირი მოთხრობასა და ფილმებს შორის: იპოვონ მსგავსება - განსხვავება,
გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები
აღწერა: მასწავლებელი კლასს ჰყოფს სამ ნაწილად ერთ ნაწილს ავალებს ბარათზე დატანილ სქემაზე წარმოადგინოს მოთხრ ობის საკვანძო საკითხები, მეორე ჯგუფს - თაბახზე დატანილ
სქემაზე წარმოადგინოს მოვლენათა განვითარების ჯაჭვი,
ფილმის ,,საოცრება“ მიხედვით, მესამე ჯგუფს - სქემატურად წარმოადგინოს მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ზუზუს“ საკვანძო საკთხები
აქტ. N4 ,,აღზრდის 4  სტილი“ მინილექცია 10 წთ
მიზანი: ახალი ინფორმაციის გააზრება და დაკავშირება   ფილმსა და მოთხრობასთან.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება აღზრდის სტილის თავისებურებაზე, 
აქტ.5  მედია რესურსის გამოყენება აღზრდის 4 სტილის ამოსაცნობად.
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით განიხილონ მოთხრობა და ფილმები და შეძლონ ამოცნობა აღზრდის რომელ ტიპზეა საუბარი აღნიშნულ სიტუაციაში და წარმოადგინონ პრეზენტაცია  – 15 წთ.
მიზანი:გაარ
ვიონ ოჯახის როლი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. ამ აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეები უყურებენ ნაწყვეტებს ფილმებიდან:"საოცრება და "ზუზუ" .
აქტ 7 . შეფასება – 5–7 წთ.
მოსწავლეებს ვაფასებ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, ჯგუფური თანამშრომლობის მიხედვით და ვთხოვ, თავად შეავსონ გასასვლელი ბილეთები. რომელსაც შემდეგ გაკვეთილზე განვიხილავთ
აქტივობა 8. – 3 წთ.
საშინაო დავალება; მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს დავალებას დაწერონ ესე : „მე და ოჯახი“
მიზანი: ცოდნის გამტკიცება








საგანი: ქართული ლიტერატურა
კლასი VIII მასწ. მარეხ ფორჩხიძე
თემა:სახე-სიმბოლო
          
რ.ჭეიშვილის „ლურჯი ფრინველის“ და მ.მეტერლინკის ამავე სახელწოდების მიუზიკლის მიხედვით
ჩატარების თარიღი
22 მაისი    60 წთ.
მოსწავლეთა პროფილი:
24 მოსწავლე
გაკვეთილის ტიპი:
გამჭოლი კომპენტენცია: მედია წიგნიერება: მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და შეფასება
გაკვეთილის მიზანი:




















ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
·         მოსწავლეები შეძლებენ მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება,(ინფორმაციის ,,გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

·         მოსწავლეებმა შეძლონ მედიარესურსი გამოიყენონ ცოდნის გასაღრმავებლად, კრიტიკული აზროვნების დასახვეწად.

·         მოსწავლეებმა შეძლონ მედიარესურსზე დაყრდნობით ამოიცნონ ერთი და იგივე სახე-სიმბოლო ტექსტსა და ფილმში

VIII.1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
. მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატული დასკვნები
. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან.
წინარე ცოდნა: საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
წაკითხული აქვთ გ.ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტა“ და ნახეს ფილმი ,,ნატვრის ხე“
მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობისა და არგუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, შეუძლიათ განსაზღვრონ მთავარი პერსონაჟების სახეები, ამოიცნონ პრობლემები და მოიძიონ პრობლემების გადაჭრის გზები, აქვთ ინდივიდუალური მუშაობის, პრეზენტაციის წარმოდგენის და წერითი უნარ-ჩვევები

შეფასება და თვითშეფასება
გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.
განმავითარებელი შეფასება: საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ გასასვლელ ბილეთებს
განმსაზღვრელი შეფასება: ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკები გეგმას თან ერთვის
სასწავლო მასალა და რესურსები:
VIII კლასის ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, სამუშაო ფურცლები, კალმები,გამოსაძახებელი ჩხირები, ფერადი ბარათები .


აქტ.2  შეკითხვები მთლიან კლასს გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით 6წთ
მიზანი: წინარე ცოდნის გახსენება და მისი დაკავშირება მედიარესურსთან
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს
1.      რა ვიცით რ. ჭეიშვილის, მორის მეტერლიკის შესახებ
2.      ვინ არის ნოველის მთავარი პერსონაჟი და რას იხსენებს იგი?
3.      რისი აღწერით იწყება თხრობა?
4.      რა იყო ეს ფრინველი: ძერა თუ ქორი
5.      რა არის ყორღანი, როგორ გესმით „ადამკიბესავით“

აქტ.3 ,,მოვლენათა ჯაჭვი“ 15წთ
მიზანი: დეტალების წვდომის, გააზრების უნარების განვითარება
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით აჩვენებს ნაწყვეტს მიუზიკლიდან ,,ლურჯი ფრინველი“ https://www.youtube.com/watch?=rBsGWTY2HF8 (მორის მეტერლინკის ამავე ნაწარმოების მიხედვით) და თხოვს მიწოდებულ ბარათზე დატანილ სქემაზე აჩვენონ მოვლენათა განვითარება და წარმოადგინონ პრეზენტაცია

ნოველა  
მოვლენა 1



მოვლენა 2
მოვლენა 3
მოვლენათა მიზეზი
შედეგი

მიუზიკლი
მოვლენა 1



მოვლენა 2
მოვლენა 3
მოვლენათა მიზეზი
შედეგი



აქტ.4  მინილექცია 7-8წთ
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ახალი ინფორმაციის გააზრებას და დაკავშირებას ძველთან
აღწერა: მასწავლებელი საუბრობს, როგორ შეიქმნა რ.ჭეიშვილის ნოველათა კრებული ,,მუსიკა ქარში“ და მეტერლინკის ,,ლურჯი ფრინველი“, საუბრობს იმ ეპოქაზე, როცა შეიქმნა ეს ნაწარმოებები

აქტ.5 მედიარესურსის გამოყენება და დაკავშირება ნოველასთან და მიუზიკლთან 15წთ
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ახალი ინფორმაციის გააზრებას, დასკვნების გამოტანას
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათზე დატანილ წერილობით მოძიებულ მედიარესურსს, http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--10-en-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.13&d=HASH01d8892c7782369a1c25fb96.35&gt=1 რომელზეც დატანილია ინფორმაცია სახე-სიმბოლოს შესახებ და თხოვს მათ მასზე დაყრდნობით შეავსონ კოგნიტური სქემები და წარმოადგინონ პრეზენტაცია



ნოველა
მიუზიკლი
ვინ არის პერსონაჟი


რა არის მთავარი სათქმელი


იპოვე მსგავსება


იპოვე განსხვავება



აქტ.6  სახე-სიმბოლოს ამოცნობა და დაკავშირება თანამედროვეობასთან. 5წთ
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ერთი და იგივე სახე-სიმბოლოს ამოცნობას, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის უნარების განვითარებას
აღწერა: მასწავლებელი მთლიან კლასს უსვამს შეკითხვებს
1.      რა ახსენდება ავტორ-მთხრობელს ხშირად  -  გორა თუ კლდე, რომელსაც დიდი განცდა უკავშირდება?
2.      ლურჯი ფრინველი რჩება თუ არა ბავშვებთან? რატომ?
3.      რატომ დასჭირდა ავტორს ლურჯი ფრინველის მოტანა მკითხველამდე?
4.      ინტერნეტ-სამყაროში გწამთ თუ არა ლურჯი ფრინველის არსებობა?

აქტ.7 შეფასება - 5-7 წთ
თვითშეფასება გასასვლელი ბარათებით

აქტ.8 საშინაო დავალება 2 წთ
 - სახე-სიმბოლო რ.ჭეიშვილის „ლურჯი ფრინველის“ მიხედვით.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენებას

        მორის მეტერლინკის პიესაშიც სიმბოლოთაანსამბლიაწარმოდგენილი. აქ ბავშვები ეძებენ ლურჯ ფრინველს, რომლის მოსაპოვებლადაც მრავალგვარი გასაჭირის დაძლევა უწევთ. ისინი აღმოჩნდებიან: ფერიის სასახლეში, მოგონებების ქვეყანაში, ღამის სასახლეში, ტყეში, ბედნიერების წალკოტში და მომავლის ქვეყანაშიც კი... ბედნიერების მოსაპოვებლად ხომ უამრავი დაბრკოლება უნდა გადაილახოს. მუდამ შრომაში უნდა იყო, ცოდნის გზით ეძებდე ჭეშმარიტებას და მიიკვლევდე გზას შეუცნობელი სიხარულის მისაღებად. დაკონკრეტება იმისა, თუ რა არის ლურჯი ფრინველი, ალბათ, არასრულფასოვან მსჯელობამდე მიგვიყვანს. მის შესახებ, მხოლოდ, სავარაუდო ვერსია შეიძლება გამოითქვას.
    ლურჯი ფრინველი ბედნიერების, ჭეშმარიტების, სიყვარულის და რაღაცდიადისსიმბოლოა. მისი დაუფლების წყურვილი ყველა ადამიანისთვის ახლობელია (ერთია ოღონდ, ვინ რას ეძახის ბედნიერებას). სიმბოლური ხატი, რომელიც მწერალმა შეარჩია თავისი ბუნებით (ის ხომ ფრთოსანია) და ლირიული ფერით მის აღმატებულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს.
     სიმბოლოს შინაარსი გულისხმობს მის დაუკონკრეტებელ ან ნახევრად დაკონკრეტებულ ჩანაფიქრს. შეიძლება მასში მოიაზრებოდეს როგორც ერთი, ასევე რამდენიმერამ“. ზოგჯერსიმბოლოს თვით იდეა წარმოადგენს - როგორც ამას პლატონი ფაქტობრივად გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ ის არის, შესაბამისად, მარადიული აზრის ფორმა, რომელზედაც ცალკეული გამოსაცდელი საგანი მიუთითებს და რომელიც იგულისხმება გამგები გონის მიერ
     ავტორი ერთგან გვახსენებს იმასაც, რომ ის, რაც შორეული და მიუღწეველი გვგონია, თუკი ხელშესახები გახდება შეიძლება ფასი დაკარგოს. ასე იცვლის პიესაში ერთგან ფერს დამწყვდეული ფრინველი და სილურჯეს კარგავს; ესე იგი, კარგავს მთავარს - ხიბლს, რის გამოც ის ასე სასურველი იყო. და-ძმა: ტილტილი და მიტილი ამის შემდეგაც აგრძელებენ სანატრელი ბედნიერების ძებნას.

    ლურჯ ფრინველშიგამჟღავნებულია მწერლის ფილოსოფიური შეხედულებები და დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ბავშვები არ უშინდებიან არც ბნელ, ბოროტ ღამეს, არც ტყეს, არც ნადირს. ისინი თავდაუზოგავად მიიწევენ წინ და არ ეპუებიან არნაირ სიძნელეს. ამით ავტორი კიდევ ერთხელ მიგვითითებს ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე. მის უნარზე - გადალახოს ან თავად ეძიოს დასაძლევისიმაღლეები“. მწერალი არა პირდაპირ, არამედ მცირე, უმნიშვნელო მინიშნებით, გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ერთ-ერთ უპირველეს რეალობას, რომ ადამიანში ძალიან დიდი ენერგიაა; მას თითქმის ყველაფერი შეუძლია, ოღონდ ამ ენერგიის სწორად გამოყენებისათვი გასაღები ძნელი მოსაძებნია. ამისათვის ინტუიცია და ცოდნა, ძლიერი სურვილი, სიყვარული და კიდევ ერთი ამოუხსნელირამარის საჭირო.

       საოცნებო, ამოუცნობი სამყაროს აღმოჩენის, ჭეშმარიტებისა და იდეალების ძიების სურვილი მუდამ თან სდევს კაცობრიობის ისტორიას, ძიება სამარადჟამო პროცესია. სწორედ ეს საკითხია მეტად ორიგინალური პერსონაჟების მეშვეობით ახსნილი ამ ფილოსოფიურ პიესაში, თუმცა ეს ნაწარმოებიც, „გოდოს მოლოდინისმსგავსად, თავისუფალი აზროვნების და მსჯელობის საშუალებას ყოველთვის ტოვებს.

მასწავლებელი: მარეხ ფირჩხიძე
კლასი : X
საგანი : ქართული
თემა : „ ძალადობა ოჯახში“
2018  წლის 13 აპრილს მე–7 კლასში ჩავატარე გამჭოლ კომპეტენციებზე (მედიწიგნიერება) ორიენტირებული  სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „ ძალადობა ოჯახში“.
კლასში სწავლობს  20 მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე კლასში არ არის.
    დღევანდელი საზოგადოებისათვის ძალადობა აქტუალური თემაა, ამან განაპიორობა. რომ სამოდელო გაკვეთილის თემად რევაზ ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთერებელი“ ავირჩიე, რომელიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. იმასთვის, რომ მოსწავლეები ტრაფარეტულად არ უყურებდნენ ტერმინებს, გავკეთილში ჩავრთე მედიაწიგნიერება-მედიაპროდუქტის კრიტიკული ანალიზი და შეფასება და შევთავაზე მოსწავლეებს მათი დაკავშირება „ჩიტების გამომზამთრებელთან“.
      მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებმა გაიაზრეს ახალი ტერმინები მიუსადაგეს ფილმსა და ნაწარმოებს, გაიაზრეს როგორი მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა ცხოვრებისეულ წინააღმდეგობასთან ბრძოლაში.
რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისა და მისი მოძიება შეიძლება მისამართზე
     როდესაც მოსწავლეებს ვკითხე ძალადობის შესახებ  , მათთვის მიმეწოდებინა თუ არა ბარათზე დატანილი მასალა ძალადობის შესახებ, მათ აირჩიეს ელექტრონული რესურსი, მე მათ მივუთითე LINK და მათაც ხალისით შეასრულეს დავალება. რადგან დღეს ზოგადი ტენდეცია ასეთია, - თანამედროვე მოსწავლეებს მოსწონთ ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა, შევეცდები მათი მოთხოვნილება დავაკმაყოფილო და ხშირად შევთავაზო მედია რესურსი. კოლეგებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ მედია რესურსი აადვილებს არამარტო ცოდნის გადაცემას, არამედ შემეცნებითი პროცესის გაუმჯობესებას.
     ვფიქრობ,მედიაწიგნიერებაზე მორგებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩაბმას საგაკვეთილო პროცესში, გაუადვილებს მათ საკითხზე კონცერტრაციას, პრობლემის გააზრებას. გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის საჭირო უნარ–ჩვევებს.
      აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. 1. აქტ.-ში გამოყვეს საკვანძო საკითხები, ლიტერატურულ ნაწარმოებში „ჩიტების გამომზამთრებელი“, ფილმებში „ზუზუ“ და „საოცრება“  ისაუბრეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და დაუკავშირეს მედიარესუსრს.  მეორე აქტ-ში გაარჩიეს რა იყო ნაჩვენები პოზიტიურად და ნეგატიურად, დააკვირდნენ დეტალებს და სამივე მათგანი დააკავშირეს მასწავლებლის მიერ მიწოდებულ მედიარესურსზე  „აღზრის 4 სტილზე“ .
      შეჯამების ფაზა ჩემთვის იყო უფრო საინტერესო, მას შემდეგ რაც დააკავშირეს ნაწარმოები მედიარესურსთან, გაუჩნდათ კითხვები როგორც წარმოდგენილ მასალასთან ასევე ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით
    გავითვალისწინებ რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში, აუცილებლად დიდ ყურადღებას მივაქცევ მედიაწიგნიერების საკითხს საგაკვეთილო პროცესში.
    დღეს არ შეიძლება მასწავლებელი ეყრდნობოდეს მხოლოდ სახელმძღვანელოს ან მხოლოდ ლექციით კმაყოფილდებოდეს. 



1 comment: